,,ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლება ექნებათ ეკიპაჟებს”- ტარიელ ირემაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2023 წლის ივნისიდან გეგმავს გზებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელებას,”- ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.

როგორც  ტარიელ ირემაძემ კანონი პირველ ეტაპზე კანონი  4 უმსხვილეს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ამოქმედდება.

,,საპილოტე რეჟიმის დასრულების შემდეგ, ეს არეალი გაიზრდება. კონტროლი მკაცრი იქნება, ამასთან, მაქსიმალურად დაიფარება დიდი წერტილები. საპილოტე რეჟიმში დაგეგმილია, რომ გვყავდეს 10 ეკიპაჟი. შესაძლოა, ამ ეტაპზე ეს არ იყოს დიდი რაოდენობა, თუმცა საპილოტე რეჟიმისთვის,  მივიღებთ იმ მონაცემებს, რომელიც გარკვეული პროცესების შეფასებისთვის საკმარისი იქნება“,- განაცხადა ტარიელ ირემაძემ მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, ეკიპაჟებს ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლება ექნებათლ.

,,პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ხილულ გამონაბოლქვზე, ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. შემოწმებას გაივლის ის ავტოსატრანსპორტო საშუალებაც, რომელიც გზაზე მოძრაობს და ხილული გამონაბოლქვი არ გააჩნია. ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლება ექნებათ ჩვენს ეკიპაჟებს,”- განაცხადა ტარიელ ირემაძემ მედიაცენტრ მთავარში“.

 

4 ქალაქში, გზებზე ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

 

მსგავსი თემები