2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9 პროცენტით გაიზარდა.

მათივე ცნობით, ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 25.1 პროცენტით არის გაზრდილი.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 2.4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ხოლო -3.5 პროცენტიანი კლება კერძო სახლების სეგმენტში. 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: ბინებზე – 9.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 11.6 პროცენტით.

 

მსგავსი თემები