სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქეა დარჩენილი. მათი ევაკუაცია რამდენიმე დღე ვერ ხერხდებოდა.

ცნობისთვის, სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.

 

მსგავსი თემები