„ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება”-ირაკლი კობახიძე

,,განვაგრძნობთ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში მოქმედებას და უზრუნველვყოფთ იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლოზე კომისიას ვერ შექმნის, ასევე უზრუნველვყოფთ პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას. ამის პირობას ვდებთ საზოგადოების წინაშე“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, მათთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება.

„ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, მათთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ჩვენ გვჭირდება ამ თემასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ ვიყენებთ შესაბამის პროცედურულ მექანიზმებს, რა თქმა უნდა, არსებული კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში. ჩვენ კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას გვედავებიან ის პოლიტიკური სუბიექტები და მათი მხარდამჭერი ექსპერტები, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში. მათ სწორად შეახსენეს, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ისინი დღემდე სარგებლობენ პარლამენტის წევრის მანდატებით,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები