ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში შეტაკებების დაწყების შემდეგ 413 ადამიანი დაიღუპა, 3 551 კი დაშავდა.
UNICEF-ის სპიკერის ჯეიმს ელდერის განცხადებით, სულ მცირე 9 ბავშვი დაიღუპა ბრძოლებში და 50-ზე მეტი დაშავდა.
ჯანმოს ცნობით, ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებზე 11 თავდასხმა განხორციელდა.
შეგახსენებთ, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები გასულ შაბათს დაიწყო.