სუდანში, სავარაუდოდ, ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაიწვა

სუდანის აეროპორტში სავარაუდოდ, ქართული ავიაკომპანიის Myway Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737-800 დაიწვა. თვითმფრინავი ავიაკომპანია Badr Airlines-ის ლიზინგის წესით ჰქონდა აღებული.

ავიაკომპანია Myways Airlines-ის დირექტორი, რატი ბაკურაძე ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს, ნამდვილად დაიწვა თუ არა მათი თვითმფრინავი.

,,ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. ჩვენი პარტნიორებისგან ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. კადრები ჩვენც ვნახეთ და გარკვეული ვარაუდიც არსებობს, მაგრამ სანამ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვექნება, ვერაფერს გეტყვით”,–  განუცხადა ბაკურაძემ BM.GE– ს.

 

მსგავსი თემები