,,ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ინიციატივა არ განხორციელდეს”- მიხეილ სარჯველაძე საგამოძიებო კომისიაზე

,,ძალიან სახიფათო ინიციატივაა. მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ინიციატივა არ განხორციელდეს, რადგან მანკიერების მეტი შეუძლებელია ამ ინიციატივამ მოიტანოს,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა მავნებლურია.

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ შედგეს, რადგან ძალიან მავნებლური ინიციატივაა. ძალიან სახიფათო პრეცედენტი შეიძლება გააჩინოს, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ავკარგიანობის შესახებ ცალკეული მოსამართლეების ანგარიშვალდებულება გავაჩინოთ პარლამენტში, პოლიტიკური ხელისუფლების წინაშე მაშინ, როცა ისინი მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები.

სწორედ ამ მოტივებიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო ინიციატივაა. მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ინიციატივა არ განხორციელდეს, რადგან მანკიერების მეტი შეუძლებელია ამ ინიციატივამ მოიტანოს, რაც არ უნდა კეთილშობილური მოტივებით ნასაზრდოებად მიგვაჩნდეს. მე არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, რომ რაიმე ფორმით მხარი დავუჭირო ან მივეშველო ამ ინიციატივის განხორციელებას, რადგან ამ პრეცედენტის შექმნა ძალიან მანკიერი პრაქტიკის დასაწყისი იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები