პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღესაც ჩავარდა

პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს  დღესაც ვერ უყარეს კენჭი. კენჭისყრა კვორუმის არარსებობის ვერ შედგა.

საპარლამენტო უმრავლესობამ  რეგისტრაცია არ გაიარა.  რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 52-მა წევრმა, კვორუმისთვის კი პარლამენტის 76 წევრის დასწრება იყო საჭირო.

კენჭისყრის დაწყებამდე ”ქართული ოცნების” თამვჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს, ამიტომ დღესაც არ გაივლიდა საპარლამენტო უმრავლესობა რეგისტრაციას.

ცნობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში ჩავარდა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა გუშინ ვერ შედგა.

მსგავსი თემები