უკრაინის ძალებმა გასულ დღე-ღამეში 60 თავდასხმა მოიგერიეს – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მტრის 60 თავდასხმა მოიგერიეს.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემიდან 25 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს მშვიდობიან ქალაქებზე ზაპოროჟიესა და კამიშევახაზე, ზაპოროჟიეს ოლქში და სნიგურივკაზე მიკოლაივის ოლქში.

ამასთან, რუსეთის ძალებმა 42 ავიადარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და დასახლებების ინფრასტრუქტურას ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნა.

“არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში. დანგრეული და დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ეკლესიები”, – აცხადებენ გენშტაბში.

 

 

მსგავსი თემები