ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობებს ეხება, მეუფე იაკობი მორიგ განცხადებას აკეთებს. როგორც ბოდბელი მიტროპოლიტი კითხულობს, „ საშინაო დავალება მოგვცეს… მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ“.
მეუფე კითხვაზე პასუხს ითხოვს – დღეს თუ კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს, ამის გამო უნდა ვიჩაგრებოდეთ?
„დღეს რომ შემოსული არ ვარ [ევროკავშირში] და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამეხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან მხოლოდ ერთი არის თავიდან შესასრულებელი“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას.