აღდგომის ღამეს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს და უფასო იქნება

აღდგომის ღამეს, თბილისის მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა რომ არ შეექმნათ, მეტრო 04:00 იმუშავებს, მგზავრობა კი უფასო იქნება.

ასევე, 16 და 17 აპრილს ავტობუსის დროებითი მარშრუტები ამოქმედდება, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.

ავტობუსები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

 

 

მსგავსი თემები