საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია 20 აპრილს აქციას გამართავს

საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია აქციას აანონსებს. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქცია 20 აპრილს გაიმართება.

,,ხუთშთაბათს, 20 აპრილს მარცვლეულის გაყიდვის პრობლემებთან დაკავშირებით ვიკრიბებით ჩალაუბანზე. მსურველების შემოგვიერთდით,’’- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, წისქვილკომბინატების გაჩერების გამო, ადგილობრივი ფერმერები ხორბლის მოსავალს ვერ ყიდიან. დაახლოებით 40-50 000 ტონა ხორბალი დასაწყობებულია და ფუჭდება. აღნიშნულ პრობლემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ “საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, დასაწყობებულ ხორბალს ტილი უჩნდება. როგორც ნიკოლოზ ბეიაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა,  ფერმერების ძირითადი მოთხოვნაა დარეგულირდეს ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარება.

ფერმერებს ხორბალი უფუჭდებათ, რას ითხოვენ მთავრობისგან – ნიკოლოზ ბენიაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„თუ არ გვიშველით რამეს, მოსავალი გადასაყრელი გახდება“ – ფერმერების გასაჭირი (ვიდეო)

მსგავსი თემები