,,45 წლის წინ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ” – აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველ მოსახლეობას დედაენის დღეს ულოცავს. საელჩო გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა ტომას-გრინფილდის ვეფხისტყაოსნის ხელნაწერთან გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

„გაერო-ში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა“.

45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ.

გილოცავთ დედაენის დღეს!“, – ნათქვამია  აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები