მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება – ლევან იოსელიანი

„შემიძლია, ვისაუბრო რეკომენდაციებზე, პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარი მისი მანდატის ფარგლებს ცდება.

,,ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს. სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს თავის დროზე მთელი რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

წყარო: პირველი არხი

მსგავსი თემები