,,გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა”- ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„ეს კვირა გამორჩეულია. პირველად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა,”- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა.

,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. რაც შეეხება კორონავირუსს, ჯერჯერობით კვლავ ფიქსირდება, გრიპისგან განსხვავებით  კორონავირუსი მთელი წლის განმავლობაში იქნება.  2.4% არის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის კორონავირუსის ხვედრითი წილი, მაშინ, როდესაც დეკემბრი-იანვრის განმავლობაში 25-35%-მდე ფიქსირდებოდა აღნიშნული მაჩვენებელი.

ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული, ეს არის რინოვირუსი, რომელიც ვირუსების განაწილებაში 50%-ზე მეტია. დღეს ქვეყანაში წამყვანი ვირუსია რინოვირუსი და ადენოვირუსი. რინო და ადენოვირუსი განეკუთვნება გაციების გამომწვევი ვირუსების კატეგორიას, მათ არ ახასიათებთ მძიმე მიმდინარეობა, შედარებით ნაკლებია გართულებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას. რინოვირუსს და ადენოვირუსს უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მათი მართვა შესაძლებელია ბინის პირობებშიც“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში“.

“ბოლო კვირა გამოირჩევა რინოვირუსის სიჭარბით” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები