,,დეტალურად წარვუდგენთ ინფორმაციას”- დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

მისი თქმით, პრემიერს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან “კულუარულ ზეწოლებზე”.

,,მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია პირველ რიგში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე, ბატონ პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს შეხვედრა ჩვენთან, მოსამართლეებთან. ჩვენ მას დეტალურად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვაქვს, აი, იმ კულუარულ ზეწოლებზე, რაზეც ლევანი  საუბრობდა, რაზეც მე ვლაპარაკობ. სრულყოფილ ინფორმაციას მხოლოდ მას მივაწვდი. დაველოდები შემდგომ რა იქნება საქართველოს მთავრობის რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებსაც”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მსგავსი თემები