,,ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი”- აშშ-ის ელჩობის კანდიდატი საქართველოში

,,ჩვენ ვართ გულწრფელები საქართველოს ხელისუფლებასთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე, რაც ჩვენ ვნახეთ და მე განვაგრძობ ამ გულწრფელობას ხელისუფლებასთან, თუ დამამტკიცებენ,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

,,საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ არსებობს გარკვეული შემაშფოთებელი ფაქტები, რომლებიც მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თვალს ვადევნებდი საქართველოში უცხოური გავლენის კანონის მიერ გამოწვეულ პროტესტს, ვფიქრობ, ის ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს, იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებულნი დასავლეთთან და ევროკავშირთან”.

მსგავსი თემები