რუსეთმა ომში დაახლოებით 173 360 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 173 360 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 173 360; ​ტანკი – 3 615; ჯავშანტექნიკა – 6 977; საარტილერიო სისტემა – 2 675; სარაკეტო სისტემა – 526; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 278; თვითმფრინავები – 306; ვერტმფრენი – 291; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 248; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 521; გემი/ნავი/კატარღა – 18;​ სპეციალური აღჭურვილობა – 294.

მსგავსი თემები