,,არც ჩვენ მიერ, არც მათ მიერ ჩატარებული ანალიზი არ ადასტურებს მოწამვლას”- ნინო ნადირაძე

,,კატეგორიულად გამორიცხულია მოწამვლა. არც ჩვენ მიერ, არც მათ მიერ ჩატარებული ანალიზი არ ადასტურებს მოწამვლას,”- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მონიტორინგი მუდმივად იწარმოება

„ჩვენ ოღონდ პაციენტის ინტერესები არ დავაზარალოთ და არ გავაფუჭოთ საქმე ამას ვყლაპავთ. ოღონდ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს, მე არ ვიცი. თანაც, ფაქტობრივად, ვაზიანებთ ჩვენ მის მდგომარეობას, რადგან მას გარანტირებულად აქვს ის, რომც არ შეჭამოს, რომც ისეთი საქციელები ჩაიდინოს, რაც მის ჯანმრთელობას ვნებს, იცის, რომ ჩვენ მის მონიტორინგს მუდმივად ვაწარმოებთ. ცილა თუ დაიკლებს უნდა შევავსოთ, კალიუმი თუ დაიკლებს – ისიც. ის, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისთვის, ის ყოველთვის კონტროლდება და არასდროს მივუშვებთ იქამდე საქმეს, რომ რაღაც კატასტროფა მოხდეს. ეს მუდმივი მონიტორინგი არც ერთი წამით არ გაჩერებულა. რაც შეეხება იმას, რომ თურმე, ჩვენ არ დაგვისვამს დიაგნოზი სწორად და რაღაცას არასწორად ვმკურნალობთ, ეს სრული სიცრუეა. არც ერთი ჩვენი დიაგნოზი უარყოფილი არაა, მათ შორის მათი ექსპერტების მიერაც. ვერც ერთი კვლევის შედეგი ვერ ადასტურებს, რომ იქ იყო მოწამვლა, კატეგორიულად გამორიცხულია მოწამვლა. არც ჩვენ მიერ, არც მათ მიერ ჩატარებული ანალიზი არ ადასტურებს მოწამვლას და გამუდმებით არის აპელირება იმაზე, რომ მოწამლულია და ვერ ჭამს. ასეთი ტყუილი რატომ უნდა თქვა?“, – განაცხადა ნინი ნადირაძემ.

მსგავსი თემები