სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ს მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშს-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

დეპარტამენტი გმობს რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის დაკავებას.

„მკაცრად ვგმობთ რუსეთში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობებს. სახელმწიფო დეპარტამენტის უმთავრესი პრიორიტეტი საზღვარგარეთ ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები