,,ყველაფერი, ნელ-ნელა დალაგდება”- გიული ალასანია

,,კარგია, რომ აფასებენ ამ წვლილს, რომელმაც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან,”- ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

მისი თქმით, მადლობელია ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის მიღებაში.

,,ძალიან მადლობელი ვარ გუშინდელის, ყველა იმ ადამიანის, ვინც მიიღო მონაწილეობა რეზოლუციის მიღებაში, ძალიან კარგი ფაქტია, კარგია, რომ აფასებენ ამ წვლილს, რომელმაც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან, ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული მოგეხსენებათ, და კარგია, რომ ეს ადამიანები უფასებენ ამას. ყველაფერი, ნელ-ნელა დალაგდება მე ვფიქრობ, უკრაინა გაიმარჯვებს, შეიქმნება სრულიად ახალი წესრიგი უსაფრთხოების მსოფლიოში, იმედია, ერთადერთი ის არის, რამდენად ჩემი შვილი მოესწრება ამას ყველაფერს იმდენად სუსტია მისი ჯანმრთელობა,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

ევროპარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს სააკაშვილი ჰუმანიტარული სტატუსით

მსგავსი თემები