,,ორჯერ უმაღლესი მთავარსარდალი კამო პეტროსიანივით არ უნდა იპარებოდეს თავის ქვეყანაში”- ელისაშვილი სააკაშვილზე

,,ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კრახი „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ,,ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის აბსოლუტურად დამსახურებული, კარგი ღონიერი სილა და ალიყური „ქართული ოცნებისთვის“.

„ხელისუფლება თუ ტენდენციას დააკვირდება, ნახავს, რომ ევროპარლამენტარების რაოდენობა სესიიდან-სესიამდე იზრდება და ეს იმის დამსახურებაა, რომ კალაძე, კობახიძე და სხვები ისე ლაზღანდარობენ ევროპარლამენტზე, ევროპელ ჩინოვნიკებზე, რომ ეს არის ამ ყველაფრის დამსახურება. ეს რეზოლუცია არის კრახი „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის, თუმცა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის საკითხები, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები. პირველია ის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა სააკაშვილის წინააღმდეგ. თუ რეალობას შევხედავთ, აქ სააკაშვილი ძალით არავის ჩამოუყვანია. სააკაშვილი ძალიან უშნოდ და მიუღებლად შემოვიდა საქართველოში. ორჯერ ყოფილი პრეზიდენტი და ორჯერ უმაღლესი მთავარსარდალი ასე კამო პეტროსიანივით არ უნდა იპარებოდეს თავის ქვეყანაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები