Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა – Bloomberg

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse Group AG-მა ქართველ მილიარდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა.

გამოცემის ცნობით, ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ თანხას წარმოადგენს. განცხადებაში არაფერია ნახსენები სინგაპურში მიმდინარე ახლანდელი დავის შესახებ.

როგორც Bloomberg წერს, განცხადება არის დეტალური აღიარება იმისა, თუ რა უჯდება ბანკს იურიდიული დავები გლობალურად. ეს იქნება დასასრული იმ დავისა, რომელიც სექტემბერში დაიწყო.

,,ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა ბანკის ტრასტის ერთეულს 800 მილიონი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით და თქვა, რომ დაკარგა შემოსავალი, რომელსაც, მისი თქმით, წლების განმავლობაში გამოიმუშავებდა, თუ მისი ფული უსაფრთხოდ იქნებოდა.

პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის, კერძოდ იმ სქემის გამო, რომლის მიხედვითაც მან აიღო თანხა ივანიშვილის ანგარიშებიდან სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალის დასაფარად”,- ნათქვამია სტატიაში. 

მსგავსი თემები