ევროპარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს სააკაშვილი ჰუმანიტარული სტატუსით

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, რომელიც 577 ხმით დაამტკიცეს, ევროდეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით.

ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტი რამდენიმე წუთის უკან დაამტკიცა. ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას, განიხილონ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მისი როლისთვის საქართველოს პოლიტიკური პროგრესის გაუარესების კუთხით;

რეზოლუციის მიხედვით, ისეთი პატიმრის მკურნალიბა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი, ლაკმუსის ტესტია საქართველოს მთავრობისთვის ვალდებულებების, ევროპული ღორებულებებისა და მისი ევროპულო მისწრაფებისთვის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსისთვის;

ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფროს სააკაშვილი და მიეცეს მას უფლება, მიიღოს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ საფუძველზე, ასევე, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის;

ევროპარლამენტი მთავრობას შეახსენებს, რომ მას ესკისრება პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობს მდგომარეობასა და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე.

მსგავსი თემები