რუსეთმა კუპიანსკი დაბომბა – ქალაქში ხანძარი იყო

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხარკოვის ოლქის  ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

იერიშის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები და შენობები.  დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

,,დღეს დილის 07:00 საათზე კუპიანსკს კვლავ დაბომბეს. დაზიანდა 3 კერძო საცხოვრებელი სახლი და კომერციული შენობა, იყო ხანძარი”, – წერს სინეგუბოვი.

 

მსგავსი თემები