,,ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება”- ირაკლი ზარქუა

,,ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.

მისი თქმით, „ავტორიტეტშელახული, კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების ამ მუქარას სერიოზულად ვერც განიხილავს”.

„მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ის შანტაჟი და მუქარა, რაც ბატონმა კუბილიუსმა გამოუცხადა საქართველოს, ესეიგი თუ კუბილიუსების, ფოტიგების, გრეგოროვების თამაშის წესებით არ იმუშავებს საქართველო, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით, კანონის უზენაესობით და ჩვენთან მიუხედავად სტატუსის, დამსახურებისა თუ დაუმსახურებლობისა, თუ დააშავებ, აგებ პასუხს, ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ და ასეთი ევროპისკენ მივისწრაფვით. ავტორიტეტშელახული, კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების ამ მუქარას სერიოზულად ვერც განვიხილავ. გონივრული ეჭვია, რომ ესენი არიან ფასიანი ლობისტები. იცით, 6 ევროპარლამენტარი დააკავეს კორუფციის ბრალდებით, ყოველდღიურად მიდის დაკავებები და არ გამოვრიცხავ ეს დაკავებები გაგრძელდეს, რადგან ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ეს ევროპარლამენტარები, როცა პირიქით უნდა მოგვიწოდებდნენ კანონის უზენაესობისკენ და როცა ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, ძალიან გაგვიჭირდება ქართული საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ევროკავშირი ეს არის კანონის უზენაესობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია, ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარები, ხოლო ის, ვინც საქართველოს ელაპარაკება ულტიმატუმის ენით, კრიმინალს, ერთ დამნაშავეს ევროპულ ინტეგრაციასთან აიგივებს, ის ჩემთვის არ არის საქართველოს მეგობარი, არც ევროპარლამენტარი, ის არის ჩვეულებრივი ერთი ფასიანი ლობისტი “ნაციონალური მოძრაობის”, – განაცხადა ზარქუამ.

„თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ – ევროპარლამენტარი

მსგავსი თემები