„თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მთავრობას მკაფიო გზავნილს უთვლის –  „ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ – აცხადებს კუბილიუსი.

მისი შეფასებით, თუ  „ქართული ოცნება” გააგრძელებს იგივე დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე.

„რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული ევროპარლამენტის პოზიცია. ეს არ არის ცალკეული წევრების რეზოლუცია. ამაზე შეთანხმებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ევროპული პარლამენტის უდიდესი უმრავლესობა. უპირველეს ყოვლისა რეზოლუცია შეეხება ჩვენს წუხილს და შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც სააკაშვილთან მიმართებაში ხდება. ასეთი პოლიტიკური პატიმრის ყოლა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, არის ტესტი საქართველოს მთავრობისთვის“ – აცხადებს კუბილიუსი.

მისი შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა სტატუსზე მოქმედებს.

„ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, თუ ისინი გააგრძელებენ ამ პოზიციას და დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, ჩვენთვის იქნება აშკარა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს. მეხუთე პუნქტი, სადაც ხაზგასმულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომ თუ გაგრძელდება მთავრობის მიერ ასეთი დამოკიდებულება, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე“ – აცხადებს კუბილიუსი.

 

მსგავსი თემები