ესტონეთი რუსეთის ელჩს ქვეყნიდან აძევებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთმა რუსეთის ელჩს ქვეყნის 7 თებერვალს დატოვება მოსთხოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილება რუსეთის ქმედების საპასუხოდ მიიღეს.

მისივე თქმით, ესტონეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და მოუწოდებს სხვა თანამოაზრე ქვეყნებს, უკრაინის მიმართ დახმარება გაზარდონ.

„ესტონეთი ითვალისწინებს რუსეთის გადაწყვეტილებას დიპლომატიური წარმომადგენლობის დროებითი რწმუნებულის დონემდე შემცირების შესახებ. ესტონეთი რუსეთთან ურთიერთობაში თანასწორობის პრინციპით ხელმძღვანელობს, ეს ნიშნავს, რომ ტალინში რუსეთის ელჩი 7 თებერვალს დატოვებს ქვეყანას, იმავე დროს, როდესაც რუსეთში ესტონეთის ელჩი“, – განაცხადა ურმას რეინსალუმ.

 

 

მსგავსი თემები