უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც ახალი წლის აღსანიშნად ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობა დატოვა

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ალექსეი სიმონენკოს დასვენების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა სთხოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სიმონენკო ოჯახთან ერთად 10 დღით, ახალი წლის აღსანიშნად იმყოფებოდა ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიაში.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამდებობის პირებს უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ.

,,თანამდებობის პირები საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ”- ზელენსკი

მსგავსი თემები