„ტრაგედია ტრაგედიის შემდეგ“ – კალიფორნიაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანია მოკლული

კალიფორნიაში, ორ ლოკაციაზე სროლის შედეგად შვიდი ადამიანია მოკლული. ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევა სან-ფრანცისკოს მახლობლად მდებარე ქალაქ ჰალფ-მუნ-ბეიში მოხდა.  რაიონის შერიფის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 67 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაკავებულია.

სროლა სოკოს ფერმაზე და სატვირთო-გადამზიდი კომპანიის ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ფერმიდან დაახლოებით ორ მილში მდებარეობს.

ცნობისთვის, კალიფორნიის ქალაქ მონტერეი-პარკში გასულ კვირას მასობრივ სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

„ტრაგედია ტრაგედიის შემდეგ“, – დაწერა გუბერნატორმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მსგავსი თემები