“შტურმის მოთავეები არიან ნიკა მელია და მისი ზონდერჯგუფები” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შტურმის მოთავეები ნიკა მელია და მისი ზონდერჯგუფები არიან, რომლებიც მისივე თქმით, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. 

“შტურმის მოთავეები არიან ნიკა მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით აგებს. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოვუწოდებთ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი თემები