მერია, დაჯარიმებული “ტაქსისტებისთვის” ჯარიმის ჩამოწერას არც განიხილავს 

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ოპოზიციის მოთხოვნებს, რომ 1-ელ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმები ტაქსის მძღოლებს ჩამოეწეროთ “პოპულიზმს” უწოდებს.

ირაკლი ხმალაძეს განცხადებით, ჯარიმების ჩამოწერა არ იგეგმება და ყველა ტაქსის მძღოლი, რომელიც რეგულაციას დაარღვევს, დაჯარიმდება.

“ის პოპულიზმი, რითაც ოპოზიცია არის დაკავებული, მოსალოდნელია ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდებოდა სხვა რამ რომ ეთქვათ. არაფრის გადავადებას არ ვაპირებთ, დადგა უკვე პირველი ოქტომბერი. ჯარიმები ულიცენზიო „ტაქსაობაზე“ აქამდეც იწერებოდა. თუ იქნება ფაქტები ამის შემდეგაც დაიწერება,” – ირაკლი ხმალაძემ

მისი თქმით, ყველა ტაქსის მძღოლი, გაფრხილებული იყო, რომ პირველი ოქტომბრიდან, კატეგორიზებული ნებართვით გაეწიათ მომსახურება.

“ყველა ადამიანი, ვინც ტაქსის მომსახურებას წევდა, იყო გაფრთხილებული, რომ 1-ელი ოქტომბრიდან კატეგორიზებული ნებართვით უნდა გაეწია მომსახურება. ჩვენ რომ არ გაგვეფრთხილებინა ეს ხალხი და ისე დაგვეწერა ჯარიმა, ლეგიტიმური იქნებოდა მოთხოვნა გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ორ დღეში ერთხელ მოსდიოდათ სმს-ები და ვაფრთხილებდით აეღოთ ვაუჩერები და გადაეთეთრებინათ მანქანები. თუ ამის მიუხედავად ადამიანმა გადაწყვიტა მაინც დაარღვიოს რეგულაცია, ამ შემთხვევაში ჯარიმა გამოიწერება. არც განხილულა რაიმე ფორმით ჯარიმის ჩამოწერა. მეტიც, თუ ექნება ადგილი დარღვევებს მოყვება შესაბამისი რეაგირება”,- განაცხადა ხმალაძემ.

მსგავსი თემები