ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრანელი სამხედროები საბრძოლო მასალებს უწყვეტად მიიღებენ

უკრაინაში უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გაიმართა. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, ერთ-ერთი საკითხი ბრძოლის ველზე სამხედროების იარაღით მომარაგებას ეხებოდა.

„მქონდა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა. განვიხილეთ ბრძოლის მთავარ მიმართულებებზე არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ბახმუტისა და სოლედარის ბრძოლებს დაეთმო. ქვედანაყოფები, რომლებიც ამ ქალაქებს იცავენ, სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს საჭიროს. საბოლოოდ, განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება აღჭურვილობითა და იარაღით, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები