„Free ვიცი კარტოფილი და სხვა free რა არის ვერ გავიგე“ – მეუფე მიხეილ სააკაშვილზე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე ისაუბრა.  როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, სააკაშვილი პატიმრობას ვერ ეგუება და აღნიშნული მიზეზით გათავისუფლება მიუღებელია.

“კაცი, რომელიც ამბობს, რომ უნდა გამათავისუფლო, იმიტომ, რომ მე ვერ ვეგუები ციხეს – რომელი ასეთი ადამიანი გაათავისუფლა რომელიმე ციხემ?! სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც მისჯილი აქვს, ის უნდა გაათავისუფლო და ამაშია თურმე პოლარიზაციის პრობლემა. პოლარიზაცია მოდის იქიდან, რომ შენ ებრძვი შენს ქვეყანას, პირდაპირ ტანკებით შემოსვლით ემუქრები და ხელისუფლების შეცვლას მიქადაგებთ.

ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით და რატომ არ  ვყვირით Free… რაღაცა, Free ვიცი კარტოფილი, კარგია ეს, გემრიელია. სხვა Free რა არის ვერ გავიგე, თუ რამე სწორად გინდა გააკეთო, მაშინ გააკეთე ის, რაც არის სწორი,”- აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მსგავსი თემები