გერმანია უკრაინას „მარდერის“ ტანკებს გადასცემს

გერმანია ომში მყოფ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით დაეხმარება. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს, „მარდერის“ ტანკებს უკრაინას წლის პირველ ნახევარში გადასცემენ.

„ვიზრუნებთ, რომ წლის პირველ ნახევარში უკრაინას „მარდერის“ ტანკები გადაეცეს, ასევე,  გადავამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომ ტექნიკის გამოყენება შეძლონ. ვცდილობთ, მოვერგოთ დროს, რომელშიც ასეთი გამოწვევების წინაშე ვცხოვრობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას სხვადასხვა სისტემით, არტილერიით, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება „ლეოპარდების“ მიწოდებას, მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მსგავსი თემები