ნატო-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს

   ევროკავშირმა და ნატო-მ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. იენს სტოლტენბერგმა ხელმოწერის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ალიანსის ევროკავშირთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. „ახლახან მოვაწერეთ ხელი ევროკავშირ-ნატო-ს ერთობლივ დეკლარაციას, სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ქმედებებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე. „რუსეთისგან მომავალი საფრთხე ახლა ყველაზე აქტუალურია, თუმცა არა … ვრცლად ნატო-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს