,,სოლედართან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  რუსეთის ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია სოლედარზეა მიმართული. მისი თქმით, სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა დამპყრობლების ცხედრებით და დარტყმების იარებით.

„ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტის ყველაზე დიდი ძალისხმევის კონცენტრაცია სოლედრაზეა, ამ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი მაინც მთელი ჩვენი დონბასის გათავისუფლება იქნება. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს ბახმუტს და მაქსიმალურ სიმტკიცეს ავლენს. მადლობა ყველა მებრძოლს სოლედარში, რომლებიც უძლებენ დამპყრობლების ახალ და სულ უფრო სასტიკ შტურმებს. ეს ძალიან მძიმეა: თითქმის არ დარჩა მთლიანი კედელი. სოლედარში ჩვენი მეომრების სიმტკიცის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ უკრაინისთვის დამატებითი დრო და დამატებითი ძალები. რისი მოგება სურდა იქ რუსეთს? იქ ყველაფერი დანგრეულია, სიცოცხლე თითქმის არ დარჩა. მათი ათასობით ადამიანი დაკარგულია: სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა დამპყრობლების ცხედრებით და დარტყმების იარებით. ასე გამოიყურება სიგიჟე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები