რუსი დეპუტატი გენერალურ პროკურორს ვალერი მელაძის  სიტყვების სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ანდრეი ლუგოვოი, რუსეთის გენერალურ პროკურორს სთხოვს,  სამართლებრივი შეფასება მისცეს ვალერი მელაძის განცხადებას.

საქმე ეხება მომღერლის განცხადებას, რომელიც კონცერტზე გამოსვლის დროს  ფრაზაზე: “დიდება უკრაინას”, პასუხობს – :დიდება გმირებს”.

,,გთხოვთ, მოქმედი კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იურიდიული შეფასება მისცეთ მოქალაქე მელაძე ვალერი შოთაევიჩის ქმედებებს, მიიღოთ პროკურატურის საპასუხო ზომები. გთხოვთ, მომაწოდოთ შედეგები, შემოწმება და პროკურატურის მიერ გატარებული ზომები ამ მოთხოვნაზე“, – ნათქვამია მიმართვაში.

მსგავსი თემები