ნაკლებად სავარაუდოა, ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრება. ექსპერტების შეფასებით, მაშინაც კი თუ ეს მოხდა, ბელარუსის არმია ვერ შეძლებს რაიმე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარმატების მიღწევას.

,,როგორიც არ უნდა იყოს ამ საინფორმაციო ოპერაციების მიმდინარეობა, ბელარუსის უკრაინაში შეჭრა წარმოუდგენლად ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მეტიც, მინსკის ხელთ არსებული უკიდურესად შეზღუდული ეფექტური საბრძოლო ძალაუფლების გათვალისწინებით, ბელარუსის ინტერვენცია უკრაინაში ვერ შეძლებს უკრაინის სახმელეთო ძალების დროებით დაშორებას ფრონტის სხვა ხაზებიდან”, – ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში.

ანალიტიკოსების თქმით, რომ რუსეთის ოფიციალური პირები მუდმივად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს შესაძლოა, ბელარუსის სახმელეთო ჯარები შეუერთდნენ რუსეთის ომს უკრაინაში. მათივე თქმით, ამ საინფორმაციო კამპანიას ხშირად უერთდებიან ბელარუსელი ოფიციალური პირები და თავად ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. ექსპერტების აზრით, ამ ძალისხმევის მიზანია უკრაინული ძალების მიმაგრება ბელარუსის საზღვარზე, რათა მათ არ გააძლიერონ უკრაინული ოპერაციები სხვა ადგილებში.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ კრემლის ძალისხმევა, ზეწოლა მოახდინოს ბელარუსზე, რათა მხარი დაუჭიროს რუსეთის თავდასხმების კამპანიას უკრაინაში, ბელარუსზე შემდგომი კონტროლის განმტკიცების მცდელობის ნაწილია.

მსგავსი თემები