სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინამ იერიში მიიტანა ვაგნერის შტაბბინაზე

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის შტაბბინაზე.

გაიდაის მსხვერპლის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ გადარჩენილი ძალების “მინიმუმ 50%” სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო კიდევ დაიღუპება.

ვაგნერის ჯგუფი პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენის სერგეი პრიგოჟინის მიერ დაარსებული კერძო სამხედრო კომპანიაა. რუსეთი მის მებრძოლებს უკრაინის ომში აქტიურად იყენებს.

მსგავსი თემები