,,პირდაპირი გაგებით ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარი მოქმედებებთან დაკავშირებით”- ღუდუშაური მამულაშვილზე

,,პირდაპირი გაგებით ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარი მოქმედებებთან დაკავშირებით,”-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაურ მამუკა მამულაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მამულაშვილს  საქართველოდან ხალხი ომში ფულის სანაცვლოდ მიჰყავს.

“მინდა დავამატო იმ ძალიან ამორალურ, ჩემი აზრით, ფაქტს, რაც მამულაშვილთან მიმართებაში თანხის ფაქტს ეხება, მე მინდა მოვუწოდო პრაქტიკულად დროგამოშვებით ეს ადამიანი გამოდის პარტიული ტელევიზიების ეთერით და მოძღვრავს და ასე შემდეგ, იქიდან ქართველ ხალხს ჭკუას გვასწავლის და აღარ საუბრობს იმას როგორ ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელია მისი გამოსვლები. ამ ადამიანს როგორც ვხედავთ, პირდაპირი გაგებით ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარი მოქმედებებთან დაკავშირებით, ხაზს ვუსვამ, ამორალურია როდესაც ადამიანებს ფულის სანაცვლოდ, ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ სხვა არაფერია თუ არა დაიქირავო ადამიანი იმისთვის, რომ როგორც ჩანს იქ რაღაც საკუთარი ინტერესები გაატარო.

გნებავთ ნებისმიერი, არ აქვს მნიშვნელობა რაოდენ დიდი მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს და ეს აქ არ და ვერ იკვეთება ბუნებრივია, ამორალურია თანხის სანაცვლოდ საომარ მოქმედებებში ადამიანების წაყვანა, ეს არის პირდაპირ შენი ქვეყნის, მოქალაქეების ღირსების აყრა”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები