,,მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს.

,,მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს დაესწროს ხვალინდელ სასამართლო განხილვებს, პენიტენციური სამსახური ალბათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველჰყოფს მის გადაყვანას. იგულისხმება ეტლი, საკაცე და ნებისმიერი სხვა,”- განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ლომია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე.

მსგავსი თემები