,,მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა”- კალაძემ მოქალაქეები ნაძვის ხის ანთებაზე მიიწვია

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხვალ, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა თანაქალაქელები საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია.

„მინდა, დავპატიჟო ყველა. მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება კონცერტი. ჩემი თხოვნა იქნება, ჩაიცვათ თბილად, რადგან ძალიან ცივა. წამოიყვანეთ თქვენი პატარები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. რა თქმა უნდა, საახალწლო სურვილები უცვლელია სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და რა თქმა უნდა, მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები