,,ეს ომია, კაცები ხართ, რაღაცებს უნდა გაუძლოთ”- სიმონიანი ჯარში გაწვეულებს მიმართავს

კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და  ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში  გაწვეულ რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს.

,,მისმინეთ, ეს ომია, ბოლოს და ბოლოს, თქვენ კაცები ხართ, რაღაცებს უნდა გაუძლოთ. მოდით, შევეგუოთ ფაქტს, რომ თავებს უფრო მკაცრად უნდა მოვექცეთ”, – განაცხადა სიმონიანმა.

მისივე თქმით, რუსი ქირურგს საკუთარი თავისთვის აპენდიციტის ოპერაციის გაკეთება მარტოს მოუწია, რადგან უახლოეს ტერიტორიაზე მის გარდა ექიმი არავინ იყო.

მსგავსი თემები