რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ META ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ამერიკული კორპორაცია Meta Platforms Inc. (ფეისბუქის, ინსტაგრამის, WhatsApp-ის მფლობელი) იმ ორგანიზაციების რეესტრში შეიყვანა, რომელთა საქმიანობასაც რუსეთის ხელისუფლება “ექსტრემისტულად” მიიჩნევს. ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში Meta-ს საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ Meta-ს პროდუქტების (ფეისბუქი, ინსტაგრამი) გამოყენება “არაექსტრემისტული მიზნებით არ უნდა ჩაითვალოს ექსტრემისტული ორგანიზაციის მხარდაჭერად”.

მსგავსი თემები