“ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესმა შეიძლება კომიკური სახე მიიღოს”- ბაჩო დოლიძე ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესმა შეიძლება კომიკური სახე მიიღოს – დაველოდოთ ვინ იქნება შემდეგი” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

ბაჩო დოლიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გაუძლებს და საბოლოო ჯამში, ძლიერი გუნდით წარდგება.

„შესაძლოა, მალე უკვე პოლიტიკური კლოუნადა ვიხილოთ „ძალიან ჭკვიანი ხალხის“ დაკვეთით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესმა შეიძლება კომიკური სახე მიიღოს – დაველოდოთ ვინ იქნება შემდეგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი როგორც კი დასრულდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია გაუძლებს ამ ვითარებებს, ამ მოქმედებებს და საბოლოო ჯამში პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდით წარვდგებით იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც მე ვფიქრობ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს პროცესი, რომელიც ახლა ხდება“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილს ,,ენმ”-ს თავმჯდომარეობა სურს.

მსგავსი თემები