“ზოგიერთმა არამეგობრულმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების რაოდენობა მინიმუმამდე შეამცირა“ – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ “არამეგობრულმა” ქვეყნებმა რუსი დიპლომატების დიდი ნაწილი ქვეყნებიდან გააძევეს.

ზახაროვა აღნიშნავს, რომ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში ორ რუს დიპლომატზე მეტი აღარ დარჩა.

“არამეგობრულმა ქვეყნებმა ჩვენი დიპლომატების რიცხვი შეამცირეს. ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ან ორი დიპლომატი გვყავს. რუსეთი ამ ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ისევ ინარჩუნებს, რადგან იქ ჩვენი მოქალაქეებიც ცხოვრობენ. გარდა ამისა, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამყარებენ ჩვენთან ეკონომიკურ კავშირებს. ასეთი ხალხის რაოდენობა ძალიან დიდია. ისინი ჩვენს ქვეყანასთან ბიზნესსაქმიანობით არიან დაკავებული, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ეს ხალხი ნამდვილად განიცდის, თუ რაც ხდება რუსეთთან მიმართებით” – განაცხადა ზახაროვამ.

მსგავსი თემები