რუსთავში სამი დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ

რუსთავში მესამე დღეა ვასილ ბაკურაძეს ეძებენ  – ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, კაცი სახლიდან  23 ნოემბერს, დილის 5 საათზე  გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ბოლო ინფორმაციით, ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ეცვა ქურთუკი წითელ და შავ ფერებში, ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი და შავი ქუდი. დაკარგულ კაცს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, თან აქვს პირადობის მოწმობა.

ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე – 577528990.

მსგავსი თემები