მოსკოვში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, მოსკოვის ცენტრში, ყვავილების საწყობში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 42 ერთეული ტექნიკა და 121 პერსონალი.

მომხდარის მიზეზებს საგამოძიებო კომიტეტი სწავლობს, მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.

მსგავსი თემები