,,საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს იყო ისტორიის ახალი ერის დასაწყისი”- მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის,  მატეუშ მორავეცკის განცხადებით, პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო  ისტორიის ახალი ერის დასაწყისი.

ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა.

,,პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი. ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული გაზი ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსული ტანკები. ეჭვი არ გვეპარება, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ჰიბრიდული თავდასხმა იყო რუსეთის ქმედებების პრელუდია. პოლონეთმა ააშენა კედელი ბელარუსის საზღვართან და ვაპირებთ, ავაგოთ ბარიერი პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე კალინინგრადის რეგიონში. ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება ადგილობრივი საკითხი არ არის და გლობალური განზომილება აქვს. ნატო არის ყველაზე ძლიერი სამხედრო კავშირი ისტორიაში, მაგრამ ძალა ეყრდნობა ყველა სახელმწიფოს ძალას და სოლიდარობას“, – განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.

მსგავსი თემები